აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური მთავრობის "დახურვით" დაიმუქრა, თუ კონგრესი
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფინანსებს არ გამოყოფს.
"ააშენეთ ეს კედელი. დემოკრატ-ობსტრუქციონისტებს სურთ, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. მაგრამ დამიჯერეთ-დავხურავთ ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ კედელი მივიღოთ. ჩვენ ამ კედელს მივიღებთ"- განაცხადა ტრამპმა არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში გამოსვლისას.
მან ასევე კონგრესს მიმართა.
"მინდა ვაცნობო კონგრესს-თქვენი სამუშაოა წარმოადგინოთ ამერიკული ოჯახები, ხალხი, მუშაკები. ეს თქვენი სამუშაოა"-თქვა ტრამპმა.
ფენიქსის კონგრეს- ცენტრთან, სადაც პრეზიდენტი გამოდიოდა, ტრამპის მომხრეებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შეხლა- შემოხლა და მცირე შეტაკებები მოხდა.. წესრიგის შენარჩუნების მიზნით პოლიცია იძულებული გახდა სპეცსაშუალებები გამოეყენებინა.