აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საქციელი მოუწონა, რომელმაც გუამის კუნძულზე
სარაკეტო თავდასხმა გადაიფიქრა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"კიმ ჩემ ინმა მიიღო ძალიან ჭკვიანური და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის ალტერნატივა მიუღებელი და კატასტროფული იქნებოდა"- წერს ტრამპი.
15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, კუნძულ გუამზე დარტყმა "ცოტა ხნით" გადადო.