კომპანია ,,მაიკროსოფტის'' ხელმძღვანელმა ბილ გეიტსმა ამ საუკუნეში უდიდესი შემოწირულობა
გაიღო. როგორც 'ბლუმბერგი' იუწყება, ამერიკელმა მოლიარდერმა კომპანიის 64 მილიონი აქცია გასცა, რომლის საერთო ღირებულება 4,6 მილიარდი დოლარია.
შემოწირულობა ჯერ კიდევ 6 ივნისს დაფიქსირდა, მაგრამ მიმღები ამ დრომდე უცნობია. თავად გეიტსი და ,,მაიკროსოფტი'' გადახდილი თანხის დანიშნულებაზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია რომ, როგორც წესი, გეიტსი ფულად გადარიცხვებს ახორციელებს ფონდში, რომლის მფლობელებიც ის და მისი მეუღლე არიან.
გეიტსის შენატანი მისი უდიდესი შემოწირულობაა 2000 წლიდან, როდესაც მილიარდერმა ქველმოქმედებისთვის 5,1 მილიარდი დოლარი გაიღო. 1999 წელს ბიზნესმენმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს 16 მილიარდი დოლარი ჩაურიცხა. საერთო ჯამში , 23 წლის განმავლობაში, გეიტსმა ამ მიზნებისთვის დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი დახარჯა.
შთამბეჭდავი შემოწირულობის მიუხედავად, ბილ გეიტსი 85 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს.