შსს-ს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვერტმფრენები ხანძრის
ჩაქრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ღამით მხედველობის არელია არ არის.
ამ დროისთვის, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.