სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს
ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეხვდება.
სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძის განცხადებით ეს იქნება გაცნობითი და მეგობრული ხასიათის შეხვედრა.
„თავად სტუმარმა, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანდეს. დაათვალიეროს ფრესკები და ხატები. ეს კერძო, არაოფიციალური ვიზიტია“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოს დღეს, საღამოს ეწვევა. იგი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.