რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. არსებული
ინფორმაციით, მაგისტრალზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ინფო9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.