ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტ დალი ბარაბაძეს შორის
არსებული დავა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. მან დალი ბარაბაძის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა. ადმინისტრაციული საქმე მოსამართლე ლაურა მიქავამ განიხილა. მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს.
სასამართლო პროცესს მეუფე კალისტრატე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დალი ბარაბაძე, მისი განცხადებით , სიმართლის დასამტკიცებლად უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
ჟურნალისტი დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს თანხების მითვისებასა და სამსახურიდან დაუმსახურებლად გათავისუფლებაში ადანაშაულებს. დალი ბარაბაძე 2004 წელს გელათის სასულიერო აკადემიის რადიოს „კვალი ნათელი“ რედაქტორად მუშაობდა.