რამდენიმე წუთის წინ ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან ახალგაზრდა
ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„როცა მოვედით ქალის ცხედარი ნაპირთან ახლოს იყო. მაშინვე დავურეკეთ სამაშველო სამსახურს და პოლიციას“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.