სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს 600-მდე ბავშვი გახდება.
ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, 21:00 საათისთვის ტაძარში ილია მეორე მიბრძანდება, ნათლულებს დალოცავს და შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს. ნათლულებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
დღეისთვის პატრიარქს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ილია მეორეს ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.