ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, 27-30 ივლისს ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი
გაიმართება.
კონცერტები, რომლებშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ოთხი დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება.
ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES-ის კონცერტი.
ფესტივალის პროგრამა:
27 ივლისი, 19:00 - კლუბი TAKE 5 - CORY HENRY AND THE APOSTLES
28 ივლისი, 19:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIROQUAI
29 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DE LA SOUL
30 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JOSS STONE; კლუბი TAKE5- MF ROBOTS
ფესტივალის წარმდგენია „თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი“, ხოლო მხარდამჭერი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალს ორგანიზებას კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions) უწევს.
მედია მხარდამჭერები არიან „რუსთავი 2“, „იმედი“, ARTAREA, რადიო „ფორტუნა“, Music box, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“, ჟურნალი OK.