გორის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა
- ამის შესახებ დავით ონიაშვილმა განაცხადა.
„30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. აქედან 3 სრულიად ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. ესენია ბნავისის, ნიქოზის, ოთარშენის საბავშვო ბაღები. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საბავშვო ბაღები არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული და აღჭურვილი",- აღნიშნა ონიაშვილმა.
მისი განცხადებით, სამომავლოდ 4 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.
"მიმდინარე წელს,სასექტემბროდ კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ესენია ფხვენისის, ხვითის, ოთარშენისა და ტინისხიდის ბაღები. გარდა ამისა, თუ ბიუჯეტის ეკონომია და დანაზოგები მოგვცემს ამის საშუალებას, წელსვე გვინდა დავიწყოთ 2 ახალი ბაღის მშენებლობაქვახვრელსა და საქაშეთში",- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.
(NS)