არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომელიც თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მიწის
ქვეშ არსებული გვირაბების სისტემას იკვლევს, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად, შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკისა და მოჭიქული ჭურჭლის ნაწილები, მინის სამაჯურები, კრამიტის, თონის ფრაგმენტები, ძვლისგან დამზადებული კალამი და სამელნეები აღმოაჩინა.
ახალი აღმოჩენა მიგვანიშნებს იმაზე, რომ IX-X საუკუნეებში თელავი კარგად განვითარებული და ქალაქისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტიკით სავსე დასახლება ყოფილა, სადაც კარგად იყო განვითარებული ხელოსნობა და ვაჭრობა. ახლად აღმოჩენილი სამელნეები და კალამი, ქალაქში მწიგნობრობის განვითარებას მიუთითებს.
თელავის ქვეშ აღმოჩენილი გვირაბების არქეოლოგიური შესწავლა 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც ქალაქ თელავის მერიამ პირველ ეტაპზე 6 000 ლარი, მოგვიანებით კი 10 000 ლარი გამოიყო.
თელავში სხვა ლოკაციაზე არქეოლოგიური სამუშაოები აგვისტოშიც გაგრძელდება. გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები თელავის მუზეუმში გამოიფინება.