საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმთა თემმა და იმამებმა ტერორიზმის
წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა პარიზიდან დაიწყეს. მათი მთავარი სლოგანია: „მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. აქციის მონაწილეები დაქირავებული ავტობუსებით გადაადგილდებიან.
სამშვიდობო აქციები ევროპის იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ტერორისტული აქტები განხორციელდა. პარიზი, ბრიუსელი, ნიცა, ბერლინი და ისევ პარიზი - ასეთია მუსლიმთა სამშვიდობო აღლუმის მარშრუტი დასავლეთ ევროპის ირგვლივ.
პირველი აქცია პარიზში სიმბოლურად ელისეის მინდვრებზე, სწორედ იმ ადგილას იმართება, სადაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა 2017 წლის 22 აპრილის, ღამეს ფრანგი პოლიციელი მოკლეს.
მუსლიმთა აღლუმი, რომელიც დღეს დაიწყო, 14 ივლისს პარიზში დასრულდება. აღლუმში 60-მდე იმამი მონაწილეობს.