თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა და მათ
დედაქალაქის ცხოვრების, სტილის და დაგეგმარების პროცესში აქტიური ჩართვა სთხოვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს აქვთ ძალა, რომელსაც თბილისურ ყოველდღიურობაში ხედავს.
„მოგმარვათ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს, მოდით, ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში განსაკუთრებით, მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. გთხოვთ, აქტიურად ჩაებათ ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში.
ეს რთულია, თუმცა ძალიან საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც დღეს აქ იმყოფება.
ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით -თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“.
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
ამავე თემაზე:
კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი