მოსკოვში, ჭექა-ქუხილის დროს, 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა შესახებ ზუსტი
ინფორმაცია არ ვრცელდება. Lenta.ru-ს ცნობით, სატვირთო მანქანას ქარმა სახურავი მოსწყვიტა და რკინა 2 კაცს მოხვდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
გარდა ამისა, დმიტროვის ქუჩაზე, 33 კაცს ელვა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
РЕН ТВ-ის ცნობით, მილონოვსკაიას ქუჩაზე, ქარმა ხე მოწყვიტა და კაცს დაეცა. ამჟამად მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.
სინოპტიკოსები მოსკოვში ტროპიკულ ღვარცოფს ვარაუდობენ.