პუბლიცისტი ბაკურ სვანიძე, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი
ჟურნალისტის ზაალ უდუმაშვილის პროფესიულ კარიერას უარყოფითად აფასებს.
როგორც ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, უდუმაშვილი პროფესიით ზოოვეტერინარია და მედიაში მხოლოდ, კარგი გარეგნობისა და ხმის ტემბრის გამო მოხვდა.
,,იმ ხალხს მივმართავ ზალიკო უდუმაშვილს რომ ,,ჟურნალისტად" მოიხსენიებენ ხოლმე: გინახავთ რამე, თუნდაც ერთი სიუჟეტი მაგისი მომზადებული? ან რამე მაგისი დაწერილი? ტიპი არის ზოოვეტერინარი. იმ დონის დებილი იყო სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაწყობითაც კი ვერ მოხვდა და ბოლოს ,,ზოოვეტში" დადეს... მერე ,,მეორე არხზე" დიქტორების კონკურსი გამოცხადდა და გარეგნობის და ხმის კარგი ტემბრის გამო აიყვანეს უდუმაშვილი. მას მერე 20 წელიწადია სხვების დაწერილი ტექსტების წაკითხვის მეტი არაფერი გაუკეთებია ტიპს და კაცურად, რანაირი ,,ჟურნალისტია" მაგი ამიხსენით? ეგ არის ტელედიქტორი ხალხო და არანაირად არ არის ჟურნალისტი. ისევე, როგორც დიკო ჯოჯუა... რავა ყველა შტერი გააჟურნალისტეთ ამის დედაც...“, - წერს ბაკურ სვანიძე.