პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმა ამ
ეტაპზე უნდა გაჩერდეს.
აღნიშნული განცხადება დოლიძემ „ქრონიკის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, კონსტიტუცია უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს და არა ყოფს.
„პარლამენტში რამდენი კანონპროექტი არის პირველი და მეორე მოსმენით მიღებული, რომელიც არის მიძინებული და არ გადაიქცა კანონად. იმიტომ, რომ მოხდა პოლიტიკური ნების ცვლილება. თავის დროზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ინიცირებულიც იყო მაგრამ გაჩერდა, პოლიტიკური ნება არ იყო მომწიფებული. ეს რეფორმა ამ ეტაპზე უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ის არ არის მომწიფებული ცხადია, ის ყოფს საზოგადეობას და არ აერთიანებს, როგორც ყველა გამოცდილმა პოლიტიკოსმა და სამართლმცოდნემ იცის და ბატონი ბუკიკიოც აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს და არა ყოფს საზოგადეობას“ - აღნიშნა დოლიძემ.