ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი
ჯანი ბუკიკიოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება "თარგმანის მხრივ გაზვიადებული იყო."
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ჯანი ბუკიკიოს განცხადებიდან მხოლოდ სიტყვა "იმედგაცრუებას" მიექცა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, მთავრი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუნსია, რაზეც უმრავლესობა შეთანხმდა.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებების არშემო მისი იმედგაცრუების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ტონი შეარბილა.
"საერთო ჯამში კონსტიტუციური ცვლილებები პოზიტიურად ფასდება. ჩემი მთავარი მესიჯი ეხება კონსესუსის საჭიროებას...დანარჩენი, ვფიქრობ, ქვეყნის შიდა საქმეა", - განაცხადა ბუკიკიომ.
წინა განცხადებაში ბუკიკიო აღნიშნავდა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან პროცესი იმედისმომცემი იყო, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვდება.
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.