"თავისუფალი თეატრი" სარემონტო სამუშაოების გამო, 30 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე სპექტაკლების ჩვენებას
წყვეტს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„30 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე "თავისუფალი თეატრი“ რეკონსტრუქციის გამო წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თეატრის დროებით დახურვამდე ორი სპექტაკლი - "სხვების ცხოვრება" და "კავკასიური ცარცის წრე" იქნება წარმოდგენილი.