საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტეში, კოპტურ ტაძრებში
მომხდარი აფეთქებების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ეგვიპტის ორ ქალაქში, ალექსანდრიასა და ტანტეში, კოპტურ ეკლესიებში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ჯამში, 50 ადამიანი გარდაიცვალა, 100-მდე კი დაშავდა.