ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა,
40-ზე მეტი კი, დაშავდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ეკლესიის წინ თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც წმინდა მარკის ტაძარში წირვა მიმდინარეობდა.
აღნიშნულ ტერაქტამდე რამდენიმე საათი ადრე ეგვიპტის კიდევ ერთ ქალაქ ტანტეში, ასევე, კოპტურ ეკლესიაში მოხდა აფეთქება. აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი, დაშავდა.
ეგვიპტის ორივე ქალაქში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.