კახეთის რეგიონში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას“
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მიმდინარე წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.
8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი, საერთო ფართობითი 4000 კმ2 მდე მასები დაფიქსირდა
16:30 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.
16:30 საათიდან 20:33 საათამდე, აღნიშნული რაიონების თავზე, 2150 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა.
გასროლილი იქნა 161 ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა.