სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სპორტული
ორგანიზაციების მონაწილეობით, სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდება
სპორტის საერთაშორისო დღეზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ის 13 სახეობაც, რომელთაც 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს.
სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მათ სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცემათ.
შეჯიბრებები სპორტის შემდეგ სახეობებში გაიმართება: ქართული ჭიდაობა (გაშლილი იქნება საჭიდაო ხალიჩა), მკლავჭიდი (მკლავჭიდის მაგიდები), ხრიდოლი, უშუ, ფარიკაობა (ფარიკაობის სპეციალური ბილიკი), მეკლდეურობა (მეკლდეურობის სპეციალური კედელი) აფროსნობა (აფრიანი ნავები ლისის ტბაში), მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, ჭადრაკი, მშვილდოსნობა (სპეციალური სტენდი მშვილდის სასროლად) მინი რაგბი, ბატუტზე ხტომა (შესაბამისი ინვენტარი) ველოსპორტი, ცხენოსნობა, სუმო, პნევმაური პისტოლეტით სროლა (უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებით), მინი ფეხბურთი, კალათბურთი 3X3 (სპეციალური საკალათბურთო მოედანი), საავტომობილო სპორტი (ავტოშოუ - სპორტული ავტომანქანების გამოფენა).