საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში
მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 50 დაშავდა.