
სახანძრო ჯგუფები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ექიმების განცხადებით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძრის გამო დუბაის ცენტრალური ქუჩა, სადაც ტურისტების სიმრავლეა, რამდენიმე საათით გადაიკეტა.
მომხდარის გამო, ბურჯ- ხალიფასთან მისასვლელი ქუჩები დროებით გადაიკეტა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.