ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ლიდერად კერი ლამი აირჩიეს. BBC- ის ინფორმაციით,
ის პირველი ქალია, რომელიც აღნიშნულ პოზიციას დაიკავებს.
59 წლის კერი ლამი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად ივლისში შეუდგება.
ჰონგ-კონგის ლიდერის არჩევა პირდაპირი წესით არ ხდება. მას 1200 წევრისგან შემდგარი კომიტეტი ირჩევს, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ამომრჩევლებით არის დაკომპლექტებული.
ჰონგ-კონგი 1997 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩინეთს ოფიციალურად გადასცა და ამის შემდეგ ქალაქმა ავტონომიური სტატუსი მიიღო. ის პრინციპით - „ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა“ იმართება.