პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად, მამაკაცი 9 აპრილის მონუმენტზე ავიდა
16:42 / 18.03.2017
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები
და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული.
აღნიშნულის მიზეზი ის მამაკაცია, რომელიც 9 აპრილის მონუმენტზე ავიდა და ამ ფორმით ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს. ის ქვეყანაში ნარკოტიკების აკრძალვას ითხოვს.
მამაკაცს ცივი იარაღი აქვს, რის გამოც, მონუმენტიდან მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.