გიგა ოთხოზორიას მკვლელზე, რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო
ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქართველოს მხარემ კანჯიოღლის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით ინტერპოლს გასული წლის მაისში მიმართა.
30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.