საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილებმა ლუკა კანკავამ, კახაბერ გავაშელმა და განყოფილების
უფროსებმა ილია მიქელაიშვილმა და ირაკლი ჯიშიაშვილმა გოთუას N19-ის და ფანასკერტელის N12-ის მიმდებარედ სპორტული მოედნების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
საბურთალოს რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციას მოახდენს, რომლის საერთო ღირებულება 1 102 115 ლარს შეადგენს.
სპორტულ მოედნებზე მოეწყობა მესამე თაობის ხელოვნური ბალახი.