მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული დეკანოზი
გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
ომბუდსმენის აპარატის წევრის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, ხოლო მისი უსაფრთხოება დაცულია.
„დღეს სწორედ მაგ მიზნით ვიყავი დაწესებულებაში, რომ მისი განთავსების პირობები გაგვერკვია და ჯანმრთელობის, სამედიცინო მომსახურების საკითხი.
ბრალდებულის გადმოცემით, ამ კუთხით, დღეის მდგომარეობით, პრობლემები არ არის“,- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის საკანში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით , დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, თუ დაკავებული დეკანოზი ჩვენების მიცემაზე კვლავ უარს არ განაცხადებს, მისი დაკითხვა 27 თებერვალს მოხდება.