საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის
სოფელ კოშკაში მოხდა.
ტელეკომოანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 69 წლის ამირან გუგუტიშვილი საკუთარ ბაღში შეშის მოსატანად იყო წასული, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.
სოფელ კოშკას მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ამირან გუგუტიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.