დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია სავარაუდოდ, დღეს
გახდება ცნობილი.
ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული) განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობისთვის კარგი იქნება, თუ საპატარიარქოს ქონებას აუდიტი შეისწავლის და ამ საკითხზე, სინოდის სხდომაც გაიმართება.
„ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი, თუნდაც ისეთ კონტექსტში, რომელზეც არის საუბარი“, - აცხადებს მეუფე ზენონი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან გუშინ დაბრუნდა. უწმინდესი დარწმუნებულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დამთავრდება.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, იგი 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
საქმის ახალი ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს ბრალი არა სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წარდგენილი. დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს.
ამავე თემაზე: ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წარდგენილი