თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 21 თებერვალს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი საქართველოს
ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი დღეს, დედაქალაქში „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებს მთლიანად აკმაყოფილებს.