ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კოკაინით სავსე ჩანთები ადგილობრივმა მკვიდრმა აღმოაჩინა, რომელიც პოლიციას დაუკავშირდა.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოკაინის სავარაუდო ღირებულება 62.6 მილიონი დოლარია.
ადგილზე უსაფრთხოების სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
პოლიცია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია სასწრაფოდ მიაწოდონ.