„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით „სოლიდარობა მუშებს“.
აქციას შეუერთდნენ „რუსთავის აზოტის“ ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შრომითი კანონმდებლობა, რადგან არსებული სისტემა იცავს არა დასაქმებულის, არამედ დამსაქმებლის ინტერესებს. მათივე თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულის მოსაგვარებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეს, რის გამოც მოუწოდებენ გატარდეს დროული რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს „აუდიტორია 115“-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე მიმართავს
„ვასილ მაღლაფერიძე ყველა იარაღს იყენებს ადამიანების დამცირებისათვის, „ფრესკოს“ მფლობელმა იცოდეს მისი საზიზღარი წყევლის არ გვეშინია, არ დავტოვებთ მარტო არც ერთ აჯანყებულ თანამშრომლებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი მფარველობს და ფლობს სტამბას, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოებსაც და „ბიბლუსს“.
ამ ადამიანებს არ პატიობენ ელემენტარულ მოთხოვნებს.
შარშანაც თებერვალში ყველაფერი ტყიბულიდან დაიწყო და აჯანყდა და გაფიცვაზე გამოვიდა ტყიბულის შახტა და დღეს ისინი აქ არიან და გვაძლიერებენ.
ბატონი სერგეენკო ამბობს, თუ გშია, მიმართეთ სასამართლოს და დღეს, სასამართლო არის ამ კანცელარიაში და მივმართავთ, რომ დაუდგნენ ამ ადამიანებს გვერდით“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.