შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან
ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს ყველა შეხვედრაზე დააყენებს.
ციხელაშვილის თქმით, საქართველოს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან კიდევ მეტად გააქტიურდება, რომ გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდეს.
"გიუნაშვილის დაკავების დღიდან, 2016 წლის ივნისიდან, ქართული მხარე მისი გათავისუფლების საკითხს ყველა შეხვედრაზე აყენებს. ჩვენ ვერ და არ შევალთ ამ ეგრეთწოდებული გადაწყვეტილების, მითუმეტეს გაუგებარი ბრალდებების განხილვაში. ცალსახაა, რომ ადამიანი უკანონოდ დაკავებულია. ეს ქართული მხარისთვის ყველა შესაბამისი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა მის გათავისუფლებას მივაღწიოთ”, - განაცხადა ციხელაშვილმა.
2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: სუს-ი: გიორგი გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად ყველაფერს გავაკეთებთ