ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო
უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესთან გამართული ცხარე დებატების გამო, მაყურებელს ბოდიშს უხდის.
„გადავახვიე, ვუყურე, ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, კორუფციაში ბრალდებისას ნერვებს რომ ვერ ვიმორჩილებ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში"
„რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს შორის ცხარე კამათი მოხდა.
მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის მიცემაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე: „იურისტი ხართ თუ მქსოველი?“ - ცხარე კამათი ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის