სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით,
მაღაზიიდან 600 ლარი გაიტანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის გასაღებად მისულ გამყიდველს საკეტი და სალარო ჩამტვრეული დახვდა.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.