როგორც რეპერი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს, ქეთა თოფურიასა და მის ოჯახს დიდ პატივს სცემს.
„კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, მაგრამ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დასასვენებლად ერთად წავიდეთ.
დიდ პატივს ვცემ ქეთის და მის ოჯახს. ქეთი ნამდვილად არ იმსახურებს, რომ ამ ისტორიაში იყოს ჩათრეული.
მე, ადამიანს, რომელსაც არცთუ ისე კარგი რეპუტაცია მაქვს, ასეთი სკანდალი შეიძლება, მაწყობდეს კიდეც, მაგრამ შეეძლოთ სულ სხვა ვინმეზე მოეგონათ ამბავი", - წერს რეპერი.
რამდენიმე დღეა, რუსული და ქართული ტაბლოიდები life.ru-ზე დაყრდონით ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის სავარაუდო რომანზე წერენ. რუსული სააგენტო იუწყება, რომ წყვილმა საახალწლო არდადეგები ტაილანდში ერთად გაატარა.