ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ჰოსპიტალიზებულია. უცხოური პრესის ინფორმაციით,
მსახიობი კლინიკაში გულის შეტევით მოათავსეს.
მსახიობმა გულის შეტევა სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ანტონიო ბანდერასის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.