საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშველოვანესი
საკითხი ოკუპირებულ ტერიტიროებზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტირინგის ორგანოების შესავლაა.
როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი აქტუალური თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარეა, რაც დრანდის ციხეში საქართველოს მოქალაქის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინ მედიით გავრცელდა.
"ბუნებრივია, ჩვენ ეს საკითხი დავსვით. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა სურვილი, რომ როგორღაც მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა გასაგებია, რომ რუსეთი ამას ყველანაირად ეწინააღმდეგება. საქართველოს მხარემ და ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი აქტიურად უნდა დასვან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.