ისნის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N153-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,
წყალსადენის 900 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 4 მეტრ სიღრმეზეა განთავსებული. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამუშაო ჯგუფები, სპეცტექნიკა და დაზიანების სირთულის დასადგენად, უწყვეტ რეჟიმში, სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ამჟამად ტექნიკური ბრიგადები, დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს აგრძელებენ - დაზიანებული ქსელის 3 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამგორის რაიონში 31 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლებას და მიკრო რაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
კომპანია დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.