დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებით, მხარდამჭერი პროექტების ინიცირება იქნება.
ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩეხეთის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებების შეფასებასთან დაკავშირებული ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპერიოდში გაიარა.
რომან კაკულიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ის მიმართულებები განიხილეს, რომლებზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს - სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში. საუბარი, ასევე, შეეხოაღნიშნულ დარგებში მიმდინარე პროექტების მთავრობის მიერ განსაზღვრულ და დეკლარირებულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან შესაბამისობას.
რომან კაკულიამ და ტომაშ პერნიცკიმ ისაუბრეს ზუგდიდში, ჩეხი და იაპონელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სამედიცინო ცენტრის დაარსების შესახებაც, რომელიც რეგიონს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს.