აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია აფხაზეთიდან დევნილ 103 წლის ლიდია ქებაძეს ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს.
მთავრობის თავმჯდომარემ უხუცეს ქალბატონს დღეგრძელობა უსურვა და საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იუბილარ ლიდია ქებაძეს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაუწია.