საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესტონეთის, შვედეთის, ლიტვის და ლატვიის ელჩებთან ერთად, ტექნოპარკს ეწვივნენ.
სოფიო ქაცარავას თქმით, ტექნოპარკი, როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, შესაძლებლობას იძლევა ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანია.
„დიდი სურვილი მქონდა ელჩებისთვის გამეცნო ის ინოვაციური პროექტი, რომელიც ტექნოპარკის სახით საქართველოში დაინერგა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა კრეატიული იდეების რეალიზებისთვის, რაც ჩვენი ახალგაზრდა თაობების სტიმულისა და მოტივაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, განვიხილეთ საქართველოში, გაზაფხულზე დაგეგმილი ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისივე თქმით, ტექნოპარკი ასევე, გახსნილია ზუგდიდში და მისი გაფართოება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.