ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მთავრობის ლარიზაციის გეგმას მოქალაქეების ფინანსური რისკების
შემცირებაზე ორიენტირებულს უწოდებს.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დოლარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა, რაც მოქალაქეების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად ამძიმებს.
„აღნიშნული ფინანსური ტვირთის ერთ-ერთი გამოხატულება ისაა, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. ეს ინოვაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მოქალაქეებზე ფინანსური დანაკარგების რისკი შემცირდეს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის შემთხვევაში, დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიტანონ“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მისი თქმით, მოქალაქეების მხრიდან დოლარზე მოთხოვნის შემცირება ლარის სტაბილიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ეს შეცვლის იმას, რომ მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტება და აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი“, – აღნიშნა კალანდაძემ.
საქართველოში მთავრობის ინიციატივით, ლარიზაციის ერთჯერადი გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამავე თემაზე: სესხების ლარიზაციის პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება