„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე
პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
"დამიჯერეთ, რასაც დღეს ენმ- ს უკეთებენ, ეს არ არის უბრალოდ კონკურენტი პარტიის დასუსტება და გზიდან ჩამოშორება, ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის საბოლოო გაძევების მცდელობა. როგორც საბოლოო მიზანი, ეს არის იმ ძირითადი მოტორის გაჭეჭყვის მცდელობა, რომელიც კვებავს საქართველოს საზოგადოების პატრიოტულ აზრს და სულისკვეთებას.
ეს არის იმ ბირთვის დანგრევის მცდელობა, რომელიც მებრძოლი, იდეალისტური, სწრაფად განვითარებადი საქართველოს იდეას იკრებს გარშემო. ნუ დაიყვანთ ამ პროცესს პიროვნული ან პარტიული დაპირისპირების დონემდე, ყველას ესმოდეს, რომ დღეს წყდება დილემა მონურ არსებობასა და თავისუფლებას შორის და ძალიან გთხოვთ, ნურც პათეტიურობაში დამადანაშაულებთ. ეს რეალობა სხვა ცნებებითა და ტერმინებით უბრალოდ არ აღიწერება", - წერს ანდრო ბარნოვი.