ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში, ადგილობრივ ბაზარში მანქანა აფეთქდა,
რომელშიც ბომბი იყო ჩამონტაჟებული.
BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულია მრავალი და გარდაცვლილია 11 ადამიანი.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის საად მაანის თქმით, ბაზრის დაცვამ საეჭვო პირი შენიშნა, რომელსაც ესროლა, თუმცა, მან მანქანაში ჩაჯდომა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოასწრო.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ეკისრებათ, რომლებიც ამ დროისთვის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იბრძვიან.
2 იანვარს ბაღდადის შიიტურ დასახლებაში ტერორისტულ თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა.