თურქული მედიის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
ელჩის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
როგორც თურქული გამოცემა „Hurriyet“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი სროლისას ყვიროდა: ალაჰის სახელით, ჩვენ ალეპოში ვიხოცებით, ხოლო თქვენ დაიხოცებით აქ".
ამავე თემაზე: თურქეთში რუსეთის ელჩზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება