სან ფრანცისკოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ცხრა ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
კლუბი ელექტრონული მუსიკის საღამოს მასპინძლობდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღონისძიების გვერდზე აღნიშნულია, რომ შემთხვევის დროს, რამდენიმე ადამიანი დაიკარგა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკარგულთა შორის 13 ადამიანია, თუმცა აღნიშნული რიცხვი ჯერჯერობით არ დასტურდება.
ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.